შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 12 აპრილიდან აცხადებს ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელის არჩევნებს

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე  სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

  კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება  აკადემიური საბჭოს სახელზე.

2. აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (დილის 10 საათიდა 17.00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14)  2021 წლის   19 აპრილიდან  23 აპრილის  ჩათვლით, არჩევნები ჩატარდება  2021  წლის  28 აპრილს.