პროექტი „სტუდენტური ორგანიზაციების გასვლითი ფორუმი“
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, თენგო ახალაია და ვიცე პრეზიდენტები, თეკლე ჯღარკავა და ირაკლი ბერაია 9-11 აპრიალს მონაწილეობას იღებდნენ პროექტში „სტუდენტური ორგანიზაციების გასვლითი ფორუმი“
პროექტი განახორციელდა საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით დაბა ბაკურიანში, საქართველოში ავტორიზებული უმაღლესის სასწავლო დაწესებულებების სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენელთა ჩართულობით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ადგილობრივი და უცხოელი კოლეგების მიერ ტრეინინგები თემებზე: ლიდერობა, პროექტების მართვა, კარიერული განვითარება.
შედგა ონლაინ შეხვედრები ევროპის სტუდენტური გაერთიანების და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით
ასოციაცია მადლობას უხდის თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, ასევე თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება-ს გაწეული მხარდაჭერისათვის და პროექტის წარმატებით განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს





