ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში არსებულმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა
28 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე, ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში არსებულმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიება ჩატარდა ღია სივრცეში - პაპანტწყვილის ტბაზე.
აღნიშნულ შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ახალგაზრდულ მუშაკებთან ერთად შეაჯამეს პროგრამის ფარგლებში 6 თვის განმავლობაში შემუშავებული და განხორციელებული აქტივობები,განიხილეს განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შედეგები, ხაზი გაუსვეს მიღწევებს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კლუბის წევრებმა ჩაატარეს აქტივობები:
. მელომანი
. მასტერშეფი
. კარაოკე ცეკვები.
. ღონისძიების დასასრულს კლუბის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები.



