უნივერსიტეტსა და პროექტ Zrda“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
28 მაისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და პროექტ Zrda“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ USAID საქართველოს მისიის დირექტორმი პიტერ ვიბლერი, Zrda-ს ხელმძღვანელი ქეთევან ჭუმბურიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი. პროექტმა პარტნიორი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყო საჭირო აღჭურვილობითა და ინვენტარით, რაც ხელს შეუწყობს „რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის“ განხორციელებას.





