საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვიზიტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
მ/წლის 9 ივნისს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - ტოივო კლაარი (Toivo Klaar), სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი - ელჩი ანიკა სოდერი (Anika Soder), გაეროს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში - ჯიჰან სულთანოღლუ (Cihan Sultanoglu). აღნიშნული პირები არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. სტუმრები შეხვდნენ სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს. სტუმრების ინტერესის სფეროს შეადგენდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები აფხაზეთში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფ. ზაალ ქორთუამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება და სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ატარებენ დევნილი სტუდენტების დასახმარებლად. შეხვედრას დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ აფხაზეთში მყოფი სტუდენტები, რომლებმაც მადლიერება გამოთქვეს იმ გატარებული ღონისძიებების გამო, რომმლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. სტუდენტებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია კონფლიქტიდან გამომდინარე მათ წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ, გამოთქვეს სურვილები და წინადადებები. შეხვედრამ საქმიან და კეთიგანწყობილ ვითარებაში ჩაიარა.







