უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,ლიბერალური აკადემია თბილისი“ ინიციატივით გაიმართა ვორქშოფი
მიმდინარე წლის 30 ივნისს სასწავლო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,ლიბერალური აკადემია თბილისი“ ინიციატივით გაიმართა ვორქშოფი თემაზე ,,ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრება“. ვორქშოფს უძღვებოდნენ ,,ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე. წარმოდგენილი იყო კვლევის მასალები, რეგიონების მიხედვით ეთნიკურ თვითიდენტობებზე, ჯგუფებს შორის არსებულ კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებებზე, კონსერვატორულ განწყობაზე, საგარეო პოლიტიკურ პრეფერენციებზე და დამოკიდებულებებზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ. საინტერესო დისკუსია გაიმართა ლიბერალური დემოკრატიის მნიშვნელობაზე და პრინციპებზე.







