28.09.2011 სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკის სფეროში
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის ტარდება მე–2 სტუდენტური ოლიმპიადა. ორგანიზატორები არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი და სტუდენტური ნაბიჯი პროგრესისაკენ. პროექტის მხარდამჭერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით. საუკეთესოები დასაქმდებიან ან სტაჟირებას გაივლიან სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში.
რეგისტრაცია – 10 ოქტომბრამდე.
თუ მოგროვდება 30–მდე მსურველი, 20 ოქტომბერს შესარჩევი ტესტირება ჩატარდება ადგილზე, ზუგდიდში. თუ მსურველი დარეგისტრირდება ნაკლები, მონაწილეები გადანაწილდებიან ქუთაისსა და ბათუმში.
ოლიმპიადის facebook ლინკი:
http://www.facebook.com/event.
სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/spread