(UN OHCHR) სამხრეთ კავკასიაში სტუდენტებისთვის აცხადებს - ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს რეგიონების მასშტაბით არსებული კერძო და საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის (ან საერთაშორისო სამართლის) მესამე და მეოთხე კურსის და/ან მაგისტრატურის სტუდენტებს.
საგანამათლებლო პროგრამა ორ ფაზას მოიცავს:
1. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩატარებულ ტრენინგს (ქართულ ენაზე) ისეთ საკითებზე როგორებიცაა:
ა) უნივერსალურ და რეგიონულ დონეზე მოქმედი ადამიანის უფლებათა საზედამხედველო ორგანოები;
ბ) აბსოლუტური და შეზღუდული ხასიათის უფლებები, და უფლებათა შეზღუდვის კრიტერიუმები;
გ) თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა (რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე).
ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიული ნაწილის შესწავლას, ასევე პრაქტიკულ სიმულაციებს.
2. მონაწილეთა მიერ, წინასწარ შერჩეული თემების შესახებ საინფორმაციო სტატიების მომზადებას (ქართულ ენაზე), რომლებიც აიტვირთება ვიკიპედიაზე და საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით გავრცელდება გაეროს სოციალური გვერდების მეშვეობით.
საუკეთესო 3 სტატიის ავტორები დაჯილდოვდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს (10 დეკემბერი).
როგორ მიიღოთ პროგრამაში მონაწილეობა?
დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სრულყოფილი CV და სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: thea.ketishvili@un.org;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 17 ოქტომბერი.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები შეირჩევიან წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (CV და სამოტივაციო წერილი).
იხილეთ სრულიად განცხადების ლინკი: https://georgia.un.org/en/145212-every-human-being-has-rig
კითხევბის შემთხვევაში:
Sophio Benashvili
Project Manager
Office of the High Commissioner for Human Rights
Tel: +995 322 2 200 840
Mob: +995 577 122 779
E-mail: sophio.benashvili@un.org;

