თითოეული სტუდენტისთვის შეადგენს - 200 ევროს ექვივალენტს ლარში.
*კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი.
პროექტი - "Talk, Research and Discover NATO" GCSD-მ 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.
პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, კერძოდ: საუბრები ნატოს შესახებ, სტუდენტებისა და ექსპერტების მიერ კვლევითი დოკუმენტების მომზადება და შემაჯამებელი კონფერენცია.
პროექტი თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ასევე არის ნატოს საკონტაქტო საელჩო საქართველოში.