საერთაშორისო პროექტ RURD-ის ფარგლებში შეხვედრა ამჯერად შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შედგა
მიმდინარეობს საიტის განახლება
შეხვედრის ფორმატში მონაწილე მხარეები - რეგიონის უნივერსიტეტების რექტორები საკუთარ გამოცდილებებსა და მიღწევებს უზიარებენ ერთმანეთს და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შეხვედრა 3 დღიანია, სადაც არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპის 4 ქვეყნის უნივერსიტეტია ჩართული, ესენი არიან: ჩეხეთი, ავსტრია, ლიეტუვა და ესპანეთი. აღსანიშნავია, რომ ზსსუ რიგით მე-8 საერთაშორისო პროექტის მასპინძელია.









