უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს..

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს. საბუთების მიღება შესაძლებელია 2021 წლის 1 (პირველი) დეკემბრიდან 10 (ათი) დეკემბრის ჩათვლით. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა გააჩნია ყველა სტუდენს, რომელსაც აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის სტატუსი. არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 17 დეკემბერს. სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა შემადგენლობა განისაზღვრება 21 (ოცდაერთი) წევრით (საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი). სტუდენტური თვითმმართველობის წევრად შესაძლებელია არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი (ბაკალავრი/ მაგისტრანტი). კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: 1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე. 2. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა). 3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 4. ათი მხარდამჭერის სია. საბუთების მიღება შესაძლებელია მეილზე : beraiairakli@student.zssu.ge

საკონტაქტო ნომერი: 593-58-70-22