უკრაინის გრანტი სტუდენტებს..

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე წლის 16 იანვარს შემოვიდა საქართველოში უკრაინის საელჩოს №17081 ნოტა (სამინისტროში რეგისტრაციის N24485; 16.01.2022), რომელიც ეხება უკრაინის მთავრობის მიერ გამოყოფილ 5 სტიპენდიას საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისათვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე. გაცნობებთ, რომ აპლიკანტებმა დანართში მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ფაილი დანართის სახით.