უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის კვლევით საგრანტო პროექტებზე

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის კვლევით საგრანტო პროექტებზე

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის მოდერნიზაცია/კომერციალიზაცია რეგიონის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით (პროექტის ხანგრძლივობა 12 თვე).

2. მწვანე ეკონომიკის პერსპექტივები საქართველოს რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის (პროექტის ხანგრძლივობა12 თვე)

კვლევით საგრანტო პროექტის საკონკურსო პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი 1; 2; 3; 4; 5; 6;)

საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), 2022 წლის 7 მარტიდან 2022 წლის 15 მარტის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).