უნივერსიტეტი 7 მარტიდან იწყებს ჰუმანიტარულ აქციას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად..
მიმდინარეობს საიტის განახლება
მიმდინარე წლის 7 მარტიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი იწყებს ჰუმანიტარულ აქციას უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. დახმარების მსურველებს პირველადი მოხმარების აუცილებელი სამედიცინო ნივთების, მედიკამენტების, თბილი ტანსაცმლისა და საკვების (არ უნდა იყოს მალფუჭებადი და მტვრევადი/ მსხვრევადი) მოწოდება შეუძლიათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. მისამართი - ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.14. გელოდებით ყველას. ერთად დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს.
საკონტაქტო ნომერი - 555 97 50 79

