საინფორმაციო შეხვედრას საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით..

მიმდინარეობს საიტის განახლება

17 მარტს 12 საათზე Zugdidi LAG / ზუგდიდის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას. საპროექტო წინადადების განსაზღვრული მიმართულებებია: 1) კლიმატის ცვლილებებისა და გარემო პირობების გაუმჯობესება 2) მდგრადი სოფლის მეურნეობა 3) არა სასოფლო სამეურნეო ბიზნესი და სოციალური მეწარმეობა 4) ტურიზმი და კულტურა 5) სოციალური მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და მხარდაჭერა. საგრანტო დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ინიციატივების მხადასაჭერად რომლებიც განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში და არა ქალაქ ზუგდიდში. განაცხადების განხილვის დროს უპირატესობა მიენიჭებათ განაცხადებს: · რომელსაც წარადგენენ: - ახალგაზრდები (18-29 წლის) -... და სხვა მოწყვლადი კატეგორიები. პროექტები რომლებიც მხარს უჭერენ: - ქალებს - ახალგაზრდებს (18-29 წლის) - მარტოხელა მშობლებს - შშმ პირებს - რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს - იძულებით გადაადგილებულ პირებს და ეკომიგრანტებს - სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს