შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწმიფო სასწავლო უნივერსიტეტმა 2022 წელს მოიპოვა უფლება დამატებით განახორციელოს:

მიმდინარეობს საიტის განახლება
  1.  ,,შინმოვლის სპეციალისტის“ პროფესიული მომზადების 10 კვირიანი  (სულ 220 საკონტაქტო საათი, კვირეული დატვირთვა 22 საათი)  პროგრამა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით  სს ევექსის ჰოსპიტლების ,,ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის“ ბაზაზე;
  2. ,,შინმოვლის სპეციალისტის“ პროფესიული გადამზადების 12 კვირიანი (სულ 180 საკონტაქტო საათი, კვირეული დატვირთვა 15 საათი) პროგრამა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით  ევექსის ჰოსპიტლების ,,ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის“ ბაზაზე;
  3. ,,კორპუსული ავეჯის დურგლის“ პროფესიული მომზადების 9 კვირიანი (სულ 225 საკონტაქტო საათი, კვირეული დატვირთვა 25 საათი)  პროგრამა სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო სახელოსნოს ბაზაზე;
  4. ,,ელექტრომემონტაჟის“ პროფესიული გადამზადების  12 კვირიანი (სულ 170 საკონტაქტო საათი, კვირეული დატვირთვა 15 საათი)  პროგრამა სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო სახელოსნოს ბაზაზე
  5. ,,ლითონების   შედუღება აიროვან გარემოში“ პროფესიული გადამზადების  12 კვირიანი (სულ 200 საკონტაქტო საათი, კვირეული დატვირთვა 15-20 საათი)  პროგრამა სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო სახელოსნოს ბაზაზე

  ზემოაღნიშნული პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებზე სწავლის მსურველებმა თვალი მიადევნეთ ზსსუ-ს ვებ-გვერდს, მიღების გამოცხადებისთანავე აისახება შესაბამისი ინფორმაცია.

გისურვებთ წარმატებებს !