უნივერსიტეტი 2022 წლის 1 აპრილიდან აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის 1 აპრილიდან აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმარლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად პირი აირჩევა 4 წლის ვადით. შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია /cv.
4. სამოქმედო გეგმა.
4. აკადემიური თანამდებობაის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
6. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი.
7. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
8. ფიტოსურათი 2 ც ¾.
კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14 (საარჩევნო კომისია ოთახი N 230), 2022 წლის 2 მაისიდან 2022 წლის 13 მაისის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკუსი ჩატარდება 2022 წლის 17 მაისს (საბუთების განხილვა), 20 მაისს (გასაუბრება).

