უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის  4 აპრილიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად                                                                                                             საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:

1. ,,დაწყებითი განათლების“ საბაკალავრო და ,,მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან“ საგანმანათლებლო პროგრამებზე:   

ასოცირებული  პროფესორი - 4  საშტატო ერთეული;

2. ,,სამართლისა“ და ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

    ა) ასოცირებული პროფესორი  (სამართლის დოქტორი. საჯარო  სამართლის მიმართულება) - 1 საშტატო ერთეული;

    ბ) ასოცირებული პროფესორი  (სამართლის დოქტორი. სამოქალაქო სამართლის მიმართულება) – 2  საშტატო ერთეული;

3 ,,ბიზნესის ადმინისტრირებისა“  და ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბ)  ასოცირებული პროფესორი  (ეკონომიკის დოქტორი) – 1  საშტატო ერთეული;

4. ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება:                                               

ასოცირებული  პროფესორი - 2  საშტატო ერთეული.

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

  აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა/ბავშვთა მიმართ ძალადობა).

 კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, 2022 წლის  6 მაისიდან 2022 წლის 16 მაისის ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 22 წლის  წლის 19 მაისს (საბუთების განხილვა),  24 მაისს  (გასაუბრება).