ზუგდიდის შემოქმედებითი იდეათონი დაიწყო!

მიმდინარეობს საიტის განახლება

შემოქმედებითი იდეათონი - შენი იდეა მომავლის ზუგდიდს ზუგდიდის შემოქმედებითი იდეათონი დაიწყო! შემოქმედებითი იდეათონი კრეატიული იდეების კონკურსია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის EU4Culture მხარდაჭერილ ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ზუგდიდის მერიისა და მისი პარტნიორების ხელშეწყობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 28-29 აპრილს გაიმართება. იდეათონის მიზანია წაახალისოს, გამოავლინოს და ხელი შეუწყოს ზუგდიდის ახალგაზრდების საინტერესო, კრეატიულ და ინოვაციურ იდეებს, რომლებიც ზუგდიდში შემოქმედებითი სივრცეებისა და ზუგდიდის, როგორც შემოქმედებითი ქალაქის პოზიციონირებასა და განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. იდეათონის პროცესში ახალგაზრდები იმუშავებენ მათი იდეების წარმატებულ პროექტებად ქცევაზე. მონაწილეების იდეა შესაძლოა შეეხებოდეს ქალაქში სხვადასხვა ლოკაციის შემოქმედებით სივრცედ გარდაქმნას, სხვადასხვა სახის შემოქმედებით და კულტურულ ღონისძიების ორგანიზებას (ფესტივალი, ბაზრობა, ბანაკები და სხვ.), ასევე ადგილობრივი კულტურული და შემოქმედებითი პროდუქტის ან მომსახურების შექმნას. წარმოდგენილი იდეების შეფასების დროს, ყურადღება მიექცევა იდეის კრეატიულობას/ინოვაციურობას და იდეის წარმატებით განხორციელების პოტენციალს. შემოქმედებითი იდეათონის ფარგლებში შემოსული იდეებიდან მეორე ეტაპზე გადასასვლელად 6 იდეა შეირჩევა. შერჩეული იდეების ავტორები 3 კაციან გუნდებად გააგრძელებენ მუშაობას. საბოლოო ეტაპზე 3 გამარჯვებული გუნდი შეირჩევა, რომლებიც ფულადი პრიზებით დაჯილდოვდება. ადგილი - 2000 ლარი ადგილი - 1200 ლარი ადგილი - 800 ლარი მონაწილეობისათვის შეავსეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/JHhqKbK2nhRPeFHw6 შემოქმედებით იდეათონზე რეგისტრაციის ბოლოო ვადაა 8 აპრილი 18:00 საათი