უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი აკადემიურ (სამაგისტრო, საბაკალავრო და მასწავლებლის მომზადების) საგანმანათლებლო პროგრამებზე შერეულ რეჟიმში დაიწყო

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიმდინარე წლის 4 აპრილს გაზაფხულის სემესტრიდან სასწავლო პროცესი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ (სამაგისტრო, საბაკალავრო და მასწავლებლის მომზადების) საგანმანათლებლო პროგრამებზე დაიწყო შერეულ რეჟიმში, ჰიბრიდულად აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები წარიმართება არადისტანციური ფორმატით. დისტანციურად განხორციელებული სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმძღვანელოდ გამოყენებული იქნება ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ 2018 წელს შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპები;