სლოვაკეთი აცხადებს აპლიკაციების მიღებას 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) მონაწილეობის მსურველთათვის.
თუ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება გსურთ! სლოვაკეთი აცხადებს აპლიკაციების მიღებას 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) მონაწილეობის მსურველთათვის. განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს. სტუდენტებსა და დოქტორნატებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე. უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე. სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილის, 16:00 სთ. ცენტრალური ევროპის დროით.

