უნივერსიტეტი 2022 წლის 2 აპრილიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა  მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის  2 აპრილიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად                                                                                                                      

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი                                               

1. ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე:

ა) ასისტენტი  (დოქტორანტი/ფარმაცია)) - 3 საშტატო ერთეული;

2. ,,ვეტერინარიის“ ინტეგრირებული  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ბიოლოგიის დოქტორი).

3. ,,დაწყებითი განათლების“ საბაკალავრო და ,,მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან“ საგანმანათლებლო პროგრამებზე:   

ა) ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული (ქართული ფილოლოგია);

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.   

 ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით.

 აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა).

ასისტენტის თანამდებობაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4. სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).

5.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6.   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

7. ორი ფოტოსურათი.

8.ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/ სქესობრივი ძალადობა/ ბავშვთა მიმართ ძალადობა).

 კონკურსანტთა საბუთები მიიღება  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14),  ან/და შემდეგ ელ.ფოსტაზე ronapertia@gmail.com))   2022 წლის   3 მაისიდან   10 მაისის  ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 13 მაისს (საბუთების განხილვა), 2022 წლის 14 მაისს (გასაუბრება).