უნივერსიტეტი აგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტთან..
მიმდინარეობს საიტის განახლება
2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს ნაყოფიერ თანამშრომლობას გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ბილფილდის უნივერსიტეტის სოციალური მუშაკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებენ საერთო სასწავლო კურსში სახელწოდებით „ კოგნიტური ქცევითი თერაპია“. კურსს ახორციელებს გერმანელი პროფესორი დაიანა იოსთი.
სამი თვის განმავლობაში დაგეგმილია ყოველკვირეული შეხვედრები ZOOM და MOODLE პლატფორმების გამოყენებით. სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატებს



