განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიმდინარე წლის 27 აპრილს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შეხვედრაზე, ცენტრის თანამშრომლებმა გამართეს თემატური პრეზენტაციები და ამომწურავი პასუხები გაეცა სტუდენტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.