პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო!!!
ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველ პირთა რეგისტრაცია 2022 წლის მიღებისთვის 2 მაისიდან დაიწყო და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ იმ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში, რომლებსაც გამოცხადებული აქვთ მიღება. ასევე, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე - vet.emis.ge.
სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2022 წლის მიღებისთის გამოცხადებული პროგრამები იხილეთ მიბმულ ფაილში (დანართი 1)
დაიმახსოვრეთ!!!
აუცილებელია შექმნათ პირადი მომხარებელი და პაროლი, გაიაროთ სისტემაში ავტორიზაცია და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. ელექტრონული რეგისტრაციის სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე: https://vet.emis.ge/resource/manual-new.pdf
პროფესიული ტესტირების ჩანიშვნამდე აპლიკანტებს შეუძლიათ თვალი გადაავლონ და იხელმძღვანელონ ქვემოთ მოცემული გასული წლების პროფესიული პროგრამების ტესტების ნიმუშებით. იხ.მოცემული ბმული: https://naec.ge/?fbclid=IwAR2Zpu7dDjTs16A01BvTsPyauiAN2bSnbB8GjbZLtL9P2vcxa9fMWR4Wss0#/ge/post/2448
რეგისტრაციის დროს გთხოვთ იქონიოთ:
პირადობის მოწმობის ასლი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი, დიპლომი) ასლი,
დევნილის ან სოციალურად დაუცველის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში)
არასრულწლოვანი ან სსსმ/შშმ პირების შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის ან კანონიერი წრამომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები.
საბაზო (ცხრა კლასი) განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ სასწავლო უნივერსიტეტის ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე ავტორიზებულ ზოგადი განათლების კომპონენტებთან ინტეგრირებულ საშუალო კვალიფიკაციის პროფესიულ საგანმანათლებლო
იხილეთ ქვემოთ მოცემული ფაილი დანართის სახით;

