უნივერსიტეტი 2022 წლის 3 მაისიდან აცხადებს ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელის არჩევნებს
ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი .
კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.
2. აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კანდიდატთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (დილის 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, საარჩევნო კომისია ოთახი N 230) 2022 წლის 6 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, არჩევნები ჩატარება 2022 წლის 21 მაისს.

