უნივერსიტეტი 2022 წლის 3 მაისიდან აცხადებს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს

მიმდინარეობს საიტის განახლება

წარმომადგენლობითი საბჭოს  წევრი პროფესორის შემადგენლობა განისაზღვრა სამი წევრი პროფესორით.

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტის  შემადგენლობა განისაზღვრა სამი წევრი სტუდენტით.

წარმომადგენლობითი  საბჭოს წევრ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე  სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

წარმომადგენლობითი  საბჭოს წევრ სტუდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი.

  კანდიდატმა (ფროფესორი/ასოცირებული პროფესორი) უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

  კანდიდატმა (სტუდენტი) უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

კანდიდატთა  საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (დილის 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას  ქ.№14, საარჩევნო კომისია ოთახი  N 230) 2022 წლის   6  მაისიდან 18 მაისის  ჩათვლით,  არჩევნები ჩატარება  2022  წლის  21 მაისს.