საჯარო ლექცია თემაზე: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები"
მიმდინარეობს საიტის განახლება
13 მაისს, 14:00 საათზე, ევროპის დღეების ფარგლებში, სტუდენტებთან გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები" შეხვედრას გაუძღვება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა. შეხვედრის გამართვის ადგილი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 2022 წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.

