უნივერსიტეტი 2022 წლის 2 ივნისიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2022 წლის 2 ივნისიდან აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:
ა) ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ისტორიის დოქტორი).
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. ავტობიოგრაფია /CV.
3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.
4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია
5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან ცნობა სამსახურიდან.
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
12. ორი ფოტოსურათი.
13. ცნობა ნასამართლეობის შესახებ (ოჯახური ძალადობა/სქესობრივი ძალადობა).
კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14), საკონკურსო კომისია, ან/და შემდეგ ელ.ფოსტაზე ronapertia@gmail.com)) 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 15 ივლისს (საბუთების განხილვა), 2022 წლის 18 ივლისი (გასაუბრება).

