შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
13 დეკემბერს შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის /UNDP/ ფარგლებში შედგა შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრის, ფოთის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე არსებულ ბიზნეს-საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრისა და ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზაალ ქორთუა; გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი ფლორიენ დელოუნი; გაეროს ფარგლებში სათემო მონაწილეობისა და ბიზნეს-განვითარების კოორდინატორი ცირა კაკუბავა, ნანა ჩაფიძე.
შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. გაკეთდა პრეზენტაციები, სადაც აღწერილ იქნა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები, აჩვენეს მიღწეული შედეგები. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები და განიხილეს სამომავლო გეგმები.
