შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან
მიმდინარეობს საიტის განახლება
21 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტებს შეხვდა და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. რექტორმა ამ შეხვედრაზე 14 სტუდენტი პეზიდენტის, 3 – შოთა მესხიას სახელობის და 25 – შიდა საფაკულტეტო სტიპენდიაზე წარადგინა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს შუალედურ გამოცდებსა და სემესტრის მანძილზე მიმდინარე სასწავლო პროცესზე.
