უნივერსიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი ესტუმრა
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი ესტუმრა. დელეგაციაში პოლიტიკის და ეკონომიკის ატაშე ბიუნ სენგვუ, ადმინისტრაციული ასისტენტი და ელჩის თანაშემწე ცირა შონია იმყოფებოდნენ. კორეელი სტუმრების ვიზიტი უნივერსიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შედგა. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებში კორეული ენის, როგორც თავისუფალი სასწავლო კურსის სწავლებაა გათვალისწინებულ შეხვედრაზე ასევე ქალაქებსა და უნივერსიტეტებს შორის დამეგობრების პროცესის დაწყებაზე გაამახვილეს ყურადღება, რომლის შემდგომი ნაბიჯები ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება იქნება. საელჩოს წარმომადგენელებმა უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრს საჩუქრად წიგნები გადასცა.








