ტრენინგ-სესიები; (დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი)
ILO(შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია)-ს და Danida(დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო)-ს ერთობლივის პროექტის „ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ ფარგლებში ILO-ს თბილისის ოფისის და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორობით 2022 წლის 4-8 ივლისს ჩატარდა SIYB (დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი) პროგრამის ტრენინგ-სესიები.
ტრენინგი ჩატარდა უნივერსიტეტის უმაღლესი საბაკალავრო საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩა ტრენინგების 17 მონაწილე.
ტრენინგ-სესიების ხანგრძლოვობა პროგრამის შესაბამისად იყო 5 სამუშაო დღე და ის შედგებოდა ორი მოდულისაგან:
პირველი მოდული - GYB(შეიმუშავე შენი ბიზნეს იდეა) - 1 სამუშაო დღე.
მეორე მოდული - SYB(დაიწყე შენი ბიზნესი) – 4 სამუშაო დღე.
ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო მასალების პაკეტით, როგორც მყარი ასევე ელექტრონული ფორმით: სახელმძღვანელოები, სავარჯიშო ფორმები, ხელზე დასარიგებელი სამუშაო მასალა, საცნობარო და საინფორმაციო მასალა და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველაზე აქტიურ და მოტივირებულ 14 მონაწილეს, რომლებმაც დააკმაყოფილეს დადგენილი კრიტერიუმები, გადაეცათ კურსის/პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ტრენინგ-სესიებს უძღვებოდა ILO-ს ლიცენზირებული ტრენერი-კონსულტანტი ოთარ აბსანძე.




