უნივერსიტეტში „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარეობს საიტის განახლება

2022 წლის 8 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არსებულ “ჰორიზონტი ევროპა” საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მობილობის მხარდაჭერის პროგრამის“ საკონსულტაციო შეხვედრა. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი (DAAD).

საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარეს “საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ძირითადმა ექსპერტმა დოქტორ პიტერ დებრეცენმა და ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო გაჩეჩილაძემ.

უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს მიეწოდა ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 13 ივლისს გამოცხადებული მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსისა და მისი პირობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მკვლევართა 3 თვიანი კვლევითი ვიზიტის 15 000 ევროთი დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე:

https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.i...

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციას და ევროპის კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას; ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოს მკვლევრებს (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერების) შორის პროფესიული თანამშრომლობის წახალისების მიზნით საქართველოს მკვლევრების მობილობის მხარდაჭერას, ასევე, საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებების, კვლევითი უნივერსიტეტების, კვლევის დამფინანსებელი ინსტიტუციების და კვლევებში ჩართული მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერებას.

          306003147_435240961920621_268309578052212335_n.jpg  305804505_435240965253954_624174955389682304_n.jpg