კიდევ ერთი ამერიკელი მასწავლებელი, ქემრინ ვაანი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტშია.
ინგლისური ენის გაძლიერებისა და უნივერსიტეტში არსებული ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ფულბრაიტის მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი, ქემრინ ვაანი აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად (Co-teaching).ქემრინს დამთავრებული აქვს მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფლობს TESOL სერტიფიკატს (ინგლისური ენის სწავლება როგორც უცხო ენა), ასევე აქვს საერთაშორისო მუშაობის გამოცდილება სხადასხვა ქვეყანაში.ფულბრაიტის გაცვლით პროგრამას ორგანიზებას უწევს ამერიკის საელჩო საქართველოში, რომლის ფრაგლებშიც ქემრინი ერთ აკადემიურ წელს გაატარებს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.



