საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,საქართველო-ევროპის ურთიერთობათა ისტორიიდან --- ქართულ-იტალიური პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები.“
მიმდინარე წლის 21 და 22 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოში იტალიის საელჩოს, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, კაზოლა დი ნაპოლის (იტალია) მერიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,საქართველო-ევროპის ურთიერთობათა ისტორიიდან --- ქართულ-იტალიური პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები.“ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ქვეყნის სხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, საქართველოში წმინდა ტახტის მისიის წარმომადგენლები, კაზოლა დი ნაპოლის მერი ბ-ნი კონსტანტინო პეჩერილო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი მამუკა წოწერია, ჯუზეპე პაზოტო-ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი. მეორე ნაწილი დაეთმო რეგიონის ღირსშესანიშნაობების ----კორცხელის, წალენჯიხისა და ხობის ტაძრების დათვალიერებას.
კონფერენციის ფარგლებში გამოიკვეთა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იტალიის ქალაქ კაზოლა დი ნაპოლის ადმინისტრაციასა და იტალიის საუნივერსიტეტო ცენტრებთან ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა, რაც მოიცავს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მეცნიერების, კულტურისა და აგრარული სფეროს განვითარების მიმართულებით.









