აპლიკანტთა შერჩევის შემდგომი პროცესები..
პროფესიულ პროგრამებზე მისაღები ადგილების რაოდენობა და შესაბამისი რეიტინგული სიების ნახვა აპლიკანტებს შეუძლიათ ონლაინ ვებ-გვერდზე: – vet.emis.ge. 2022 წლის 29 სექტემბერიდან 30 სექტემბრის ჩაათვლით აუცილებელია ყველა აპლიკანტმა გააკეთოს არჩევანი, სასურველ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობისთვის. საბოლოო არჩევანის მონიშვნა დასრულდება 30 სექტემბერს 00:00 საათზე. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტის ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე იწარმოებს ჩასარიცხი აპლიკანტების რეგისტრაცია 2022 წლის 3 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
• ატესტატის/დიპლომის ასლი
• დევნილის ან/და სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში)
• პირადობის მოწმობის ასლი
• ფოტოსურათი 1 ცალი 3X4-ზე
• ჯანმრთელობის ფორმა N100 ,,შედუღებაზე“ დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის
18 წლამდე აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვემ – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).
ყურადღება!
ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის აღნიშნულ ვადებში წარმოუდგენლობის ან/და არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში ვერ მოხდება უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ადმინისტრაციას.

