ტრენინგების ციკლი ინკლუზიური და ადრეული ხარისხიანი განათლების მიმართულებით.

მიმდინარეობს საიტის განახლება

გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო  ტრენინგების ციკლში ინკლუზიური და ადრეული ხარისხიანი განათლების მიმართულებით.

პირველ ეტაპზე დაიგეგმა და განხორციელდა ტრენინგები სწავლების უნივერსალურ დიზაინთან, დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმისა  და ამ კურიკულუმის საფუძველზე მოსწავლის ინდივიდუალური საჭროებების გათვალისწინებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 2022 წლის ივნისი-ივლისის თვეში ჩატარდა ტრენინგი შემდეგი მიმართულებით: კურიკულუმის დანერგვის სტრატეგიები, ფსიქოლოგისა და სოციალური  მუშაკის როლი უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაში, პოზიტიური მშობლობა და პლატფორმა CK12.

პროექტი მიმდინარეობს საქართველოს ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტისა და სასწავლო უნივერსიტეტის  ბავშვის უფლებათა ცენტრის ინსტიტუციური და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რათა უნივერსიტეტი გახდეს ტრენინგის სერვისის მიმწოდებელი ინკლუზიურ განათლებაში.