ვაცხადებთ ქართველი, მოლდაველი და უკრაინელი სტუდენტების განაცხადების მიღებას ზამთრის სკოლაში„ახალგაზრდობა ახალი რეალობის პირისპირ - პერსპექტივიდან წევრობამდე“
ზამთრის სკოლა ჩატარდება 3-7 დეკემბერს, საქართველოში, კახეთის რეგიონში. მისი ორგანიზატორია საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ეგერია სოლუშენს (საქართველო) კონრად ადენაუერის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპეციალობის ქართველი, მოლდაველი და უკრაინელი სტუდენტები. 4 დღიანი კურსის ფარგლებში, მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებს და პარალელურად გაიუმჯობესონ ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას და იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე:
o ევროკავშირი, მისი ღირებულებები და პრინციპები;
o გარე პარტნიორებთან ევროკავშირის ჩართულობის/თანამშრომლობის პოლიტიკა;
o უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე მიმდინარე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი;
o ეროვნული ინსტიტუტების როლი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში;
o დემოკრატიული მმართველობის, სტაბილური ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობა;
o გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ მდგრადობის მნიშვნელობა.
ამასთანავე, მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია კულტურული პროგრამა, რომელიც მათ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს აზიარებს.
სავალდებულო მოთხოვნები: ზამთრის სკოლაში მონაწილეობისთვის კანდიდატი უნდა საუბრობდეს ინგლისურ ენაზე და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
• უნდა იყოს უკრაინის მოქალაქე და უნდა ირიცხებოდეს უკრაინის რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაში (II, III ან IV კურსის სტუდენტები);
• უნდა იყოს მოლდოვის მოქალაქე და უნდა ირიცხებოდეს მოლდოვის რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაში (II, III ან IV კურსის სტუდენტები);
• უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა ირიცხებოდეს საბაკალავრო პროგრამაზე (II, III ან IV კურსზე) საქართველოს ერთ-ერთ შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში:
o ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
o ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი o ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
o ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი o სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი o თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტი
o გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
o სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზამთრის სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
�ზამთრის სკოლა ჩატარდება კახეთის რეგიონში, საქართველოში
�სამუშაო ენა: ქართული
�თარიღები: 3-7 დეკემბერი 2022
როგორ გავაკეთოთ განაცხადი:
ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა, ვინც ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, საკუთარი CV და მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: egeriasolutions@gmail.com
მოტივაციის წერილი უნდა იყოს 500-დან 800 სიტყვამდე.
გთხოვთ, მეილის სათაურში ("subject line“) მიუთითოთ: Winter School 2022
���განაცხადების მიღების ბოლო ვადაა თბილისის დროით 18:00 საათი, 2022 წლის 10 ოქტომბერი.
���სკოლის ორგანიზატორები დაფარავენ მგზავრობასთან და კურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
შერჩეული კანდიდატები პასუხს, ელექტრონული ფოსტით, 30 ოქტომბრამდე მიიღებენ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: egeriasolutions@gmail.co

