ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე!..
2022 წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 339 პროფესიული სტუდენტი. მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად იზრდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩართულობის მსურველთა რიცხვი, რაც უზრუნველყოფს კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მატებას.
იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგოსტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე. დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შებრძანდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და ვაკანტური ადგილების ჩამონათვალს იხილავთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ადმინისტრაციას.

