10. 04.2012 საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები, რომლებმაც მიუთითეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და ხელი მოაწერონ შრომით ხელშეკრულებას. სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
თუ სტუდენტი მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება და ხელს არ მოაწერს შრომით ხელშეკრულებას, იგი გამოეთიშება პროგრამას და მის სამუშაო ადგილზე 15 მაისის შემდეგ გამოცხადდება ხელახალი რეგისტრაცია. ეს საშუალებას მისცემს სხვა სტუდენტებს, ხელახლა მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში.
პლასტიკური ბარათების მიღება სტუდენტებს მათ მიერ არჩეულ ბანკის ფილიალში შეეძლებათ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.პლასტიკური ბარათების მისაღებად სტუდენტებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და რეგისტრაციის კოდი.