4.05.2012 მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ
მაისში დასაქმების სააგენტო ,,ეიჩ არი" მართავს დასაქმების ფორუმს ბათუმში. ფორუმზე წარმოდგენილ იქნებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრებიან.
მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს გეძლევათ შანსი კომპანიებს გააცნოთ საკუთარი თავი და დაიწყოთ თქვენთვის სასურველი კარიერის შექმნა. ასევე დასაქმების სააგენტო ,,ეიჩ არი" ქმნის რეზიუმების ბაზას და აწვდის მას კომპანიებს, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება ახალი ვაკანსიების შემთხვევაში. ამისათვის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა უნდა შეავსოთ მიბმული აპლიკაციის ფორმა და გააგზავნოთ შემდეგ მეილზე: cvjobfair@hr.ge
ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დასახელება.
ღონისძიების თარიღი და ადგილმდებარეობა:
25 მაისი.პარასკევი, 12 საათი, ბათუმი, სასტუმრო რედისონი
იხ. აპლიკაციის ფორმა და მიმაგრებული ფაილი