უნივერსიტეტში ერასმუს+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრთან

მიმდინარეობს საიტის განახლება

უნივერსიტეტში ერასმუს+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრთან, თანამშრომლობა ითვალისწინებს უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა და პერსონალის მობილობასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

გაცვლითი პროგრამის პირველ ეტაპზე 2023 წლის იანვარ-თებერვალში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს 2 პროფესიულ მასწავლებელსა და 2 სტუდენტს. მობილობის ფარგლებში გაცვლითი მასწავლებლები და სტუდენტები ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში. უნივერსიტეტსა და ზუგდიდის ტექნოპარკს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკული კომპონენტი გაიარონ ტექნოპარკის ლაბორტორიებში.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში. ამავე სტრატეგიის შესაბამისად, მომზადებულია ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების„ საბაკალავრო და ,, ციფრული მედიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები.

უნივერსიტეტში ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდნენ კაუნასის ტექნოლოგიების განათლების ცენტრის წარმომადგენლები: ტომას პაულიუსი- რექტორის მოადგილე და არუნას მაინონისი - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი.

           316681386_492926969485353_4358466735524236886_n.jpg 316293900_492927176151999_7630774058933628439_n.jpg

           316674646_492927236151993_1632848643434097093_n.jpg 317374599_492927132818670_946405416264220769_n.jpg

           317493588_492927029485347_8521987278296159689_n.jpg 317579475_492927049485345_5702385008058756396_n.jpg

           317364468_492926986152018_3398204865716344276_n.jpg 317374844_492927092818674_8574479183908640737_n.jpg