საჯარო ლექცია,“ქალის ლინგვისტურ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი” .
მიმდინარეობს საიტის განახლება
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უერთდება მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნას. კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში სტუდენტთათვის საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მაკა შეროზიამ თემაზე “ქალის ლინგვისტურ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი” .
2015 წლიდან, გაერთანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 11 თებერვალს აღინიშნება და მისი მიზანია მეცნიერებასა და განათლებაში თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა.



