ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ზაალ ქორთუას ანგარიში წარმომადგენლობით საბჭოს 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაალ ქორთუა წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე წარსდგა ვრცელი ანგარიშით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაწეული მუშაობის შესახებ. ანგარიში შეეხო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმით განსაზღვრული ამოცანების ყველა მიმართულებას, აღინიშნა იმ წარმატებების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა უნივერსიტეტში საანგარიშო პერიოდში. გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომლებსაც განსაკუთრებული ადგილი ენიჭება შემდგომ განვითარებაში, აჩვენა საუნივერსიტეტო განვითარების მზარდი დინამიკა პერიოდების მიხედვით. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უპასუხა საბჭოს წევრების შეკითხვებს, გააკეთა განმარტებები რიგ საკითხებთან მიმართებაში.

