17.05.2012 ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!
2012 წლის 22 მაისი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიდან , წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტის არჩევნების დღეა.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან:
1. ნინო თორდუა
2. თამარ ჩიქოვანი
3. ნათია კვინჩია
არჩევნებში მონაწილეობას ღებულობს ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ყველა სტუდენტი.წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი აირჩევა ფარული კენჭისყრით და ერთი გამარჯვებული გამოვლინდება ხმათა უმრავლესობით.
ამომრჩეველმა ბიულეტენში უნდა შემოხაზოს მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
ბიულეტენის მისაღებად ამომრჩევლებმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.