ღონისძიება პროფესიული მომზადების პროგრამა „პრაქტიკული ბუღალტერია“
2023 წლის 30 იანვრიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ზუგდიდის ცენტრში მე-4 (მეოთხე) კვირაა წარმატებით მიმდინარეობს პროფესიული მომზადების პროგრამა „პრაქტიკული ბუღალტერია“ შესაბამისი პედაგოგიური და დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პერსონალის მიერ. როგორც პროგრამის დასაწყისში იქნა აღნიშნული, მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა შედგენილია რეგიონის თვითდასაქმებული პირების საჭიროებების გათვალისწინებით და მათი პროფესიული მომზადების მიზნით; პროგრამაში დარგის კომპონენტებთან ერთად ჩაშენებულია Shuttle მეთოდოლოგია, რომელიც ეხმარება პროგრამის მსმსნელებს დასაქმებისთვის საჭირო ისეთი რბილი უნარების შეძენა/განვითარებაში, როგორიცაა პიროვნული უნარები (მიზანდასახულობა,თვითმოტივაცია, თავდაჯერებულობა და სხვა), სიტუაციური უნარები (სტრესთანგამკლავება, დროის მენეჯმენტი, მოქნილობა/ადაპტაცია და ა.შ.) დაინტერპერსონალური უნარები (მოლაპარაკების უნარი, გუნდურობა, კომუნიკაცია დაა.შ.), რაც მას საშუალებას მისცემს გაზარდონ მათი კონკურენტუნარიანობა თანამედროვე შრომით ბაზარზე.
ჩემი მოლოდინი ამ კურსთან დაკავშირებით ვხედავ, რომ მართლდება, ეს არის ინტეგრირებული კურსი, აქ ჩვენ ვეუფლებით არა მარტო პრაქტიკულ ბუღალტერიას, არამედ ვავითარებთ რბილ უნარებს, რომელიც დღეს ძალიან საჭიროა, იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ და ადვილად შევძლოთ მიღებული ცოდნის რეალიზება.( ანა ბელქანია).
პრაქტიკული ბუღალტერიის ერთ-ერთი პროგრამის განხორციელების პერიოდი მოიცავს 15 საკონტაქტო კვირას და ის დასრულდება 2023 წლის 27 მაისს. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს