ვორქშოფი აკადემიური პერსონალისთვის..

მიმდინარეობს საიტის განახლება

24 თებერვალს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არსებული საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი აკადემიური პერსონალისთვის.

განხილული იქნა კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” 2023-2024 წლების სამუშაო პროგრამა. ვორქშოფის მიმდინარეობისას, მონაწილეებმა მოახდინეს მათთვის საინტერესო და რელევანტური თემების იდენტიფიცირება და განხილვა. დაიგეგმა ფოკუს ჯგუფების შემდეგი შეხვედრები.

“ჰორიზონტი ევროპა” კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა.

პროგრამა მხარს უჭერს გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.

http://horizoneurope.org.ge/ka               https://www.facebook.com/HorizonEuropeGeorgia

       331380036_113537954907626_3990638607502586455_n.jpg 333966682_930360114823797_8383329629677600995_n.jpg