22.05.2012 იმიტირებული სასამართლო პროცესი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით
მიმდინარეობს საიტის განახლება
22 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე „სახელმწიფო დავითის წინააღმდეგ“, რომელშიც მონაწილებდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები. პროცესის ჩატარებამ დაადასტურა, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას.
პროცესი ჩატარდა სასწავლო კურსით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, რომელიც მორგებულია საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან.
