ელისაბედ ორბელიანის კონკურსი..

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2023 წლის პირველ მარტს, უკვე მეორედ გამოაცხადა ელისაბედ ორბელიანის კონკურსი საუკეთესო სტუდენტური თარგმანისთვის. 2021 წელს გამოცხადებული კონკურსი გულისხმობდა უცხო ენიდან ქართულ ენაზე ნათარგმნ ნაშრომებს.

წელს სტუდენტების თხოვნის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ  კონკურსის პირობებში დაგვემატებინა  ქართულიდან უცხო ენაზე ნათარგმნი ნამუშევრები.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ელისაბედ ორბელიანის კონკურსი 2021 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში;

·         პროზის ქართული თარგმანი 

·         პოეზიის ქართული თარგმანი 

·         სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი

·         ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი

  იხილეთ  დანართის სახით  ქვემოთ მოცემული ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ.